501 Jeans-ის 150 წლის აღსანიშნავად, კამპანიისთვის Levi’s-მა კრეატიულ სააგენტოებად Droga5 New York და Sao Paulo შეარჩია. კამპანია The Greatest Story Ever Worn-ის სიუჟეტი, სახელწოდებით Going Out in Style, დაფუძნებულია იმ ასობით ადამიანის ნამდვილ ისტორიებზე, რომლებმაც Levi’s 501 მოდელის ჯინსით მოითხოვეს დაკრძალვა. ვიდეორგოლს სულაც არ გასდევს სევდიანი განწყობა. რეალურად, კამპანია იმის დემონსტრირებისკენაა მიმართული, რისთვისაც ლივაი შტრაუსმა შექმნა ეს ჯინსები: კლასიკური მოდელი ყოველდღიური მოხმარებისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად იცვამენ.
„Levi’s-ის ძველმა რეკლამებმა კომერციული კინოს გადაღება შთამაგონა. ჩემთვის პატივია, რომ სწორედ ამ ბრენდის კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის ნაწილი ვარ… მომწონს, როცა კამპანია ავთენტური, კრეატიული სიუჟეტისკენაა მიმართული“, – ამბობს რეჟისორი მელინა მაცუკასი, რომელიც ვიდეორგოლის გადაღებაში მონაწილეობდა.