in

Saatchi & Saatchi-ის ახალი რეკლამა პაციენტის „გულში გვამოგზაურებს“

Saatchi & Saatchi-ის მიერ გადაღებული ემოციური ვიდეორგოლის მთავარ გმირად ქალი, კერძოდ კი, მისი გული გვევლინება. უფრო მეტად თუ დავკონკრეტდებით, მის გულში „შენახული მოგონებები“ იშლება მთელ სიუჟეტში. 

რეკლამა The British Heart Foundation-ისთვის შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ გული ჩვენი ორგანიზმის არაჩვეულებრივი ნაწილი — უბრალოდ, მას სათანადო მოფრთხილება და მონიტორინგი სჭირდება. ასე დაიწყო ქალის მოგონებებში მაყურებლების მოგზაურობა — განვლილი  ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების, პირველი სიყვარულის, ტკივილისა და სიამოვნების ემოციებში.

ვიდეორგოლს ფონად გასდევს ჯეიმს უილიამ ბლეიდსის მიერ შექმნილი პარტიტურა, რომელიც გულის ცემას ეფუძნება და არარეგულარულ რიტმს იყენებს. ეს უკანასკნელი კი სიმბოლურად არითმიის თუ სხვა პრობლემების მინიშნებას წარმოადგენს.

როგორ ვმართოთ ცვლილებები ბიზნესში?

საყოველთაო პლატფორმა განათლებისთვის – Uteach – სომხური სტარტაპი 500 Global-ზე