in

The Guardian გამვლელებს მინის ჩამსხვრევისკენ მოუწოდებს

ფეხით მოსიარულეებს გამოცემა The Guardian მინების ჩამსხვრევისკენ მოუწოდებს. ბერლინის ქუჩებში განთავსებულ შემინულ ყუთებს გარედან აწერია “ჩაამსხვრიე მინა”. მინის ჩასამსხვრევად კი, იქვე, სხვადასხვა გარემოებაა მითითებული: “უსამართლობის შემთხვევაში”, “კორუფციის შემთხვევაში”… ხოლო ყუთებში The Guardian-ის ჟურნალებია მოთავსებული. ამგვარად, გამოცემა ახალი მკითხველების მიზიდვას ცდილობს გამოცემა Guardian Weekly-ისთვის. ამ გზით გადაწყვიტა The Guardian-მა, პოსტ-ბრექსიტის ეპოქაში ევროპელი მკითხველების ყურადღების მიპყრობა. კამპანიაზე The Guardian-ის შიდა სააგენტო Oliver-მა იმუშავა.

 

საქართველოში ელექტრონული კომერციის ასოციაცია შეიქმნა 

ლათინური ფონტის „მანგა“ ქართული ადაპტაცია