in

ნახეთ: თინათინ ჯაბანაშვილის ფოტო The Guardian-ის გამოცემაში

The Guardian-მა ქართველი ფოტოგრაფის, თინათინ ჯაბანაშვილის მოცემული ფოტო მობილური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა.

ჩემი ხელოვნება არის ის, რაც თავისუფლებით მავსებს

ფოტო, რომელმაც ინგლისური გამოცემის ყურადღება მიიპყრო, ორი წლის წინ, თინათინის ბინაში, iPhone-ის ქრონომეტრის ფუნქციის გამოყენებითაა გადაღებული. ხელები, რომლითაც ვარდები უჭირავს, ფოტოს ჩარჩოს გარეთაა მოქცეული — რაც მთავარია, ყველაფერი ნამდვილია, უბრალოდ, ვარდების ფერი ოდნავ დააბალანსა: „მინდა, ხალხმა დაინახოს ის, რასაც მათ ისე ვაჩვენებ, როგორც სინამდვილეშია“. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ ნამუშევარს ავტოპორტრეტად მოიაზრებდა, ეს მიდგომა შეიცვალა. „დედობა გაძლევს ძალას — ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა გაზრდისთვის. მე ის ქალი აღარ ვარ. მე უფრო ძლიერი ვარ. ჩემი ინსპირაცია ადრე ხალხი, ქუჩები, ჩრდილები და მზე იყო, მაგრამ ახლა შვილი იქცა ყველაზე დიდ და საუკეთესო შთაგონებად“.

FEC-ის 2022 წლის შეჯამება

არის თუ არა პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსება მუდმივი პროცესი?