16
აპრ
2018

კურტ კობეინის, ჯონ ლენონისა და სხვა მუსიკოსების გაციფრულებული კალიგრაფია! – JWT New York-ის პროექტი

16 აპრ 2018

ცნობილი და წარმატებული მუსიკოსების კალიგრაფიაში ყოველთვის არის რაღაც განსაკუთრებული. მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ პოპულარული სიმღერის ტექსტები, რომლებიც ყველამ იცის, ხელით ფურცლის ნაგლეჯებზე იწერებოდა, უკვე უნიკალურობის განცდას ქმნის და შთაგონების მშვენიერ წყაროსაც წარმოადგენს. სააგენტო JWT New York-ის წარმომადგენლებმა, ნიკოლას დამიენსმა და ჯულიენ სენსმა, გადაწყვიტეს 5 ცნობილი მომღერლის კალიგრაფია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფონტად ექციათ. იდეის განსახორციელებლად სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა და მასზე 5 ცნობილი მუსიკოსის: ჯონ ლენონის, კურტ კობეინის, დევიდ ბოუის, ლეონარდ კოენის და სერჟ გეინსბურგის ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ფონტები განთავსდა. იდეის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსებში მოტივაციის გაზრდა იყო, თუმცა, მიუხედავად საინტერესო ჩანაფიქრისა, პროექტი მალევე დაიხურა. საავტორო უფლებების მქონე პირებმა და ორგანიზაციებმა საიტის გაუქმება და ფონტების ინტერნეტ სივრციდან გაქრობა მოითხოვეს.

განხილვა