in

The Hershey Company – ადამიანებზე მზრუნველი შოკოლადის ბრენდის ისტორია

მაღაზიის თაროებზე მსოფლიო მასშტაბით იმდენი შოკოლადის ბრენდი გვხვდება, სათვალავიც არეული გვაქვს, თუმცა ყველა მათგანი მაინც არ არის ისეთი ემბლემური და ისტორიული, როგორც The Hershey Company. საუკუნეზე მეტია, რაც ეს ბრენდი სიტკბოს სინონიმია, მისი ისტორია აშშ-ში დაიწყო და მერე გლობალურ ფენომენად იქცა.

istoriebi
istoriebi

მილტონ ჰერშის ხედვა

ისტორია იწყება მილტონ ს. ჰერშით, მონდომებული მეწარმით, რომელიც 1857 წელს პენსილვანიაში დაიბადა. რამდენიმე წარუმატებელი წამოწყების შემდეგ, 1800-იანი წლების ბოლოს, ჰერშიმ მიაღწია წარმატებას Lancaster Caramel Company-ში.

თუმცა მისი ნამდვილი გატაცება შოკოლადი იყო. ევროპელი შოკოლადის მწარმოებლებით შთაგონებულმა ჰერშიმ 1900 წელს გაყიდა თავისი კარამელის ბიზნესი, რათა მთლიანად მასებისთვის ხელმისაწვდომი რძიანი შოკოლადის წარმოებაზე კონცენტრირებულიყო.

იმავე წელს მან გამოუშვა Hershey’s-ის პირველი რძიანი შოკოლადის ფილა, რომელიც მაშინ ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ჰერშის მონდომებით კი, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. 

ამ რევოლუციურმა იდეამ საკონდიტრო სამყარო შეცვალა.

შოკოლადის იმპერიის ზრდა

1903 წელს ჰერშიმ შოკოლადის ქარხანა ააშენა დერი ჩერჩში, პენსილვანიის შტატში, რომელსაც მოგვიანებით ჰერშის შტატიც კი დაარქვეს. ქარხნის გარშემო მან თავისი მუშებისთვის მთელი თემი შექმნა, სკოლებით, პარკებით, საცხოვრებელი სახლებითა და კულტურული ობიექტებით. 

„კომპანიის ქალაქი” იმ დროს კორპორაციული პასუხისმგებლობის მოდელად იქცა. ჰერშის რწმენით, წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლებისა და საზოგადოების ახლო ურთიერთობა.

ცნობილი პროდუქტები

ათწლეულების განმავლობაში Hershey-მ წარმოადგინა ისეთი ცნობილი პროდუქტები, როგორებიცაა:

  • Hershey’s Kisses (1907)
  • Mr. Goodbar (1925)
  • Hershey’s Syrup (1926)
  • 1963 წელს კი, H.B. Reese Candy Company-ს შეძენის შემდეგ, Reese’s Peanut Butter Cups

თითოეულმა ამ ინოვაციამ გააძლიერა Hershey-ს, როგორც საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიცია.

Hershey და მსოფლიო

კომპანიის გავლენა მალე გასცდა პენსილვანიის შტატს. მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ამერიკელ ჯარისკაცებს სპეციალურად მათთვის დამზადებულ შოკოლადის ფილებს აწვდიდა, რითაც კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო ქვეყნის ისტორიაში.

ომის შემდეგ Hershey გლობალურად გაფართოვდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შოკოლადის მწარმოებელი გახდა.

არამხოლოდ შოკოლადი

მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი Hershey-ს მთავარი პროდუქტია, კომპანია დროთა განმავლობაში დივერსიფიკაციას განიცდის. დღეს მისი პორტფოლიო მოიცავს საჭმელს, საღეჭ რეზინებს და კიდევ უფრო ჯანსაღ ალტერნატივებს, რაც ასახავს მომხმარებელთა ცვალებად პრეფერენციებს.

ბრენდი ასევე კაკაოს მდგრადი და პასუხისმგებლობიანი მოპოვების ერთგული რჩება.

ტკბილეულისა და საზოგადოებების მემკვიდრეობა

Hershey შოკოლადის გარდა ადამიანებზე ზრუნვის ისტორიას წარმოადგენს. მილტონ ჰერშის მემკვიდრეობა გრძელდება არა მხოლოდ ლეგენდარული ტკბილეულის წარმოებით, არამედ მისი სკოლის მეშვეობითაც. ეს იყო საქველმოქმედო დაწესებულება, რომელიც მან დააარსა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად – მისია, რომელიც დღემდე ბრენდის მოგებით ფინანსდება.

როგორც ხედავთ, ჰერშის ისტორია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის შექმნა –  პატარა ქალაქში მცხოვრები მეოცნებე ადამიანის იდეიდან ინოვაციური და მდგრადი ბიზნესის წარმოებამდე. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

გამარჯვებული ფოტოები 2025 International Photography Awards-იდან

ყინულის დნობა და მის შიგნით დამალული ბიოლოგიური საფრთხეები