ალბათ, ძალიან გაინტერესებთ, რა ხდება ამ წყვილის თერაპიაზე, მაგრამ სანამ რეკლამას უყურებთ, მანამდე გეტყვით, რომ კამპანიის წამოწყების საფუძველი სტატისტიკური მონაცემები გახდა — Banking on Climate Chaos-ის მიხედვით, 2022 წელს Barclays-მა, HSBC-მ, Santander-მა, NatWest-მა და Lloyds-მა 37 მილიარდი დოლარი გამოყვეს წიაღისეული საწვავის სექტორისთვის. მეტიც, მოქალაქეების 65% ვერ აანალიზებს, რომ მათი ბანკი, შესაძლოა, წიაღისეული საწვავის კომპანიებს აფინანსებდეს, რომლებიც ნავთობისა და გაზის ახალ პროექტებს ავითარებენ…
სწორედ ეს გახდა Make My Money Matte-ის უახლესი კამპანიის მთავარი თემა — Hidden Relationship. ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი კონკრეტული დაფინანსების შეჩერებაა. ფილმზე Mother-მა რეჟისორ ბენ სტრებელთან ერთად იმუშავა და გვაჩვენა ფსიქოლოგის სეანსზე მისული რეალური წყვილი — კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი, რომლებიც პირველად Game of Thrones-ის გადაღებისას შეხვდნენ.
წყვილების თერაპიაზე ისინი კამათობენ მანამ, სანამ „ფარული ურთიერთობების“ ნამდვილი ბუნება გამოვლინდება:
„ჩვენი ბანკები წიაღისეული საწვავის ინდუსტრიასთან საშიშ ურთიერთობაში არიან და დროა, ყველამ გავიგოთ ამის შესახებ. ეს ფილმიც სწორედ ბანკებსა და კონკრეტულ ინდუსტრიას შორის არსებული ტოქსიკური ურთიერთობის ხაზგასასმელად შეიქმნა. ამასთან, ბანკის ანგარიშების მფლობელთა დასახმარებლად, რათა გაიგონ, რომ მათი ფული მნიშვნელოვანია. კლიმატის კრიზისი უარესდება და დროა, ბანკებმა თავიანთი ძალაუფლება უკეთესი სამყაროს შესაქმნელად გამოიყენონ“, — აცხადებს ქერტისი.