CoorDown-ის – იტალიური არასამთავრობო ორგანიზაციის ახალ რეკლამაში სტინგიც ჩაერთო და ჯაზის შესრულებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სამსახურში აყვანის პოზიტიურ ჯაჭვურ რეაქციაზე მუსიკით მოგვითხრო.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა და ნიუ-იორკულმა შემოქმედებითმა სააგენტო Small-მაც კრეატიული წვლილი შეიტანა ამ სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.
კამპანია დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა ქალ სიმონეზეა, რომელიც საცხობში მუშაობს. ის ერთ-ერთ მომხმარებელზე შთაბეჭდილებას ახდენს – ადვოკატზე, იმდენად, რომ მას დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა კაცის სამსახურში დასაქმების მოტივაციას აძლევს.
აქედან იწყება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დაქირავების ჯაჭვური რეაქცია.
ნახეთ და ისიამოვნეთ: