in

Coca-Cola-ს ახალი სენტიმენტალური რეკლამა, რომელიც მოგონებებს აღვიძებს

Coca-Cola თავის ბოლო რეკლამაში, რომელიც კამპანია “Real Magic”-ის ნაწილია, მეხსიერების ძალას აღვიძებს. ეს ხომ ბრენდის ფილოსოფიის ნაწილია — ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მომენტების სიღრმისეულობა…

30-წამიანი რეკლამა იწყება კაცით, რომელიც მარტო ზის თავის სამზარეულოში. ის მაგიდაზე ძველ, მტვრიან რეცეპტების წიგნს წააწყდება და ნამცხვრის რეცეპტს კითხულობს, დაბნეული, შეშფოთებული სახით. შემდეგ კოკა-კოლას სვამს და მის გვერდით მოულოდნელად ჩნდება დედამისი, რომელიც ანიშნებს, რომ დრო იწურება. ამის გაცნობიერებაზე, მამაკაცი სწრაფად იღებს ინგრედიენტებს, ერთმანეთში ურევს და საბოლოოდ მშვენიერ შედეგსაც იღებს.

ვიდეო სრულდება ფრაზით: “The holidays always find a way”. კოკა-კოლას სადღესასწაულო რეკლამა წარმოადგენს ბრენდის Real Magic პლატფორმის გაგრძელებას, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის სექტემბერში და ეფუძნება იმის გაგებას, რომ ჯადოქრობა მოულოდნელ მომენტებში იმალება.

ETLI.ge – ეტლების საწარმო, რომელიც შშმ პირებს ცხოვრებას უმარტივებს

500 Global-ის რჩეულთა სიაშია Voiceloft – ენის მოდელირების სტარტაპი აზერბაიჯანიდან