ლორა მადრიდში ცხოვრობს, მისი შვილი პაბლო პარაგვაიში. მანძილი 9 000 კილომეტრია, რომლის გავლასაც 14 საათი სჭირდება. ისტორია ძალიან ნაცნობი და აქტუალურია. მასზე რეაგირება “Nivea”-ს მარკეტერებმა გადაწყვიტეს და ოჯახს ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზეს.
ექსპერიმენტი “მეორე კანი” სააგენტო “Leo Burnett”-ის ნანოტექნოლოგიების ექსპერტებმა მოიფიქრეს. მათ დედა შვილს განუმარტეს, რომ ადამიანის დისტანციიდან დანახვის გარდა მისი შეგრძნებაა შესაძლებელი.
ვიდეორგოლი თავიდან დოკუმენტური ფილმი გეგონებათ, მხოლოდ ფინალში ირკვევა, რომ ადამიანის ემოცია ტექნოლოგიებზე წინ დგას და ეს კიდევ ერთი ემოციური რეკლამაა, რომელიც “Leo Burnett”-მა გადაიღო.
https://youtu.be/ZYX39g8299I