in

Ikea-ს ფერებზე დამოკიდებული რეკლამა

ათასობით ბრენდი გარე რეკლამირების იოლ გზას ეძებს ისეთს, რომელიც მცირე ზომების მიუხედავად ორმაგ, სამმაგ ინფორმაციას მოიცავს.

ჯერ იყო ბანერები, რომლებიც ტრიალებდა, შემდეგ დიდი მონიტორები, რომლებიც რეკლამას მონაცვლეობით აჩვენებდნენ, ინტერაქტიული დაფები და აქამდე არავის გახსენებია, რომ RGB-red, green, blue-ს დახმარებით ბანერის ფუნქციონალურობის გაზრდა შეიძლება.

იკეას ადგილის ეკონომიის ახალი პრინციპი. მათ 9м² ბილბორდი 27м² აქციეს. არანაირი მაგია და ჯადოქრობა, მხოლოდ სამი ფერი და სამი ნათურა. ბილბორდი RGB-red, green, blue პრინციპით დაამონტაჟეს, სამი ფერის წარწერა შესაბამისი ნათურის ანთების შემთხვევაში ჩანს. ნამუშევარი სტუდია ” I Made This “-ს ეკუთვნის.

 

Marketing Awards და მარკეტერების ცოდვები

სარეკლამო კომპანია 25 WATTS Elit Electronics-ის წინააღმდეგ