“The Impact is Real” — ასე ჰქვია La Trobe University-ს ახალ კამპანიას და პლატფორმას, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად დიდი გავლენა აქვს სტუდენტებს, მეცნიერებსა და პარტნიორებს ჩვენს ცხოვრებაზე.
კამპანიაში LaTrobe University-ის სტუდენტები მონაწილეობენ, მათ შორის ავსტრალიური ბალეტის მთავარი მოცეკვავე ბენედიქტ ბემეტი. როგორც უნივერსიტეტის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნატალი ელისდონი, ამბობს, ისინი რეალურ გავლენაზე არიან ორიენტირებულნი, რომელიც უნივერსიტეტს მთელ საზოგადოებაზე აქვს. „ჩვენ ამას ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი კვლევების ჩატარებით და ჩვენი სტუდენტების უნარების განვითარებაზე ფოკუსირებით, რათა მათ ხელშესახები გამოცდილება მიიღონ და პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენონ“.
ჯანდაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებზე აქცენტირება და საზოგადოების ამ მიმართულებით მოთხოვნების ზრდა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს გავლენა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. „უნივერსიტეტების უმეტესობაში სამყაროს შეცვლის გზას არამატერიალური იდეებით განიხილავენ. ჩვენ კი გვსურს, რეალურად ვაჩვენოთ, რა გავლენა აქვთ ჩვენს სტუდენტებს ცხოვრებაზე“, — აღნიშნავს La Trobe University-ის კრეატიული დირექტორი, დარსი მიულერი.