in ,

გენერაციული AI-ის მიერ შექმნილი პირველი ქანდაკება — The Impossible Statue

„The Impossible Statue“ — ასე ჰქვია უჟანგავი ფოლადის სკულპტურას, რომელიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელის მიერ შეიქმნა და ახლა შვედეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული. თუმცა ნამდვილი ხელოვანების ღვაწლი კვლავ იგრძნობა, რადგან AI ხუთი უდიდესი მოქანდაკის ნამუშევრებით გაწვრთნეს: მიქელანჯელოს, ოგიუსტ როდენის, კეტე კოლვიცის, ტაკამურა კოტაროსა და ვგუსტა სავაჟის.

BOG
BOG

როგორც სახელიდან ჩანს, ქანდაკების შექმნა საკმაოდ რთულ პროცესთან იყო დაკავშირებული — ის მოიცავდა როგორც ახალი AI მოდელების შექმნას, ისე შემდგომში ფოლადის დიდი მასის დამუშავებას. თავად პროექტს კი არა ხელოვანი, არამედ კომპიუტერული მეცნიერი ხელმძღვანელობდა, რაც შემოქმედებით სფეროში ნამდვილად ახალი სიტყვაა. „მიქელანჯელოს დინამიკური პოზები და როდენის რეფლექსია, კოლვიცის ექსპრესიონისტული განცდა და კოტაროს იმპულსსა და მასაზე ფოკუსირება… ყველაფერი ეს ერთ ნამუშევარში გავაერთიანეთ“. 

ქანდაკების შესაქმნელად, ზემოხსენებული ხელოვანების სკულპტურების 3D მოდელები უნდა შეექმნათ, თუმცა ამ ციფრული ობიექტებით AI-ის გაწვრთნა შეუძლებელ გამოწვევად ესახებოდათ. ამიტომაც, 2D-ს გენერაციული AI ინსტრუმენტები გამოიყენეს, როგორებიცაა Stable Diffusion, DALL-E და Midjourney. ამავდროულად, ისეთი ალგორითმები შექნმეს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვიდეო თამაშებში გვხვდება — ასე შეძლეს დრაპირების ეფექტის მიღწევა.

„ტექგოგო“ – ციფრული სოციალური საწარმო რეგიონში მცხოვრები ქალების განათლებისა და განვითარებისთვის

როგორ ვესაუბროთ პროდუქტიულად მათ, ვისაც არ ვეთანხმებით?