კომპანია VELUX-ის სარეკლამო ვიდეორგოლის მაყურებელს ზუსტად 160 წამი აქვს იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემის არსს ჩასწვდეს და ამასთან, ვიდეოს ფინალზე, უფრო სწორედ კი, გამოსავალზე იფიქროს. სააგენტო &Co-სთან თანამშრომლობით შექმნილ ვიდეოში, კომპანია ორიგინალურად წარმოგვიდგენს, თუ რა შედეგებამდე მივყავართ სამყაროს განვითარებას, როგორ ვშორდებით ბუნებას, ვხდებით ოთხ კედელში გამომწყვდეულები, მომრავლებული დაავადებებით, რომელთა მიზეზიც დაბინძურებულ გარემოზე მეტად, ტოქსიკური საცხოვრებელია. გარდა მთელი რიგი აქტუალური პრობლემებისა, რომლებიც VELUX-მა საკმაოდ ოსტატურად წარმოგვიდგინა, კომპანიამ გამოსავალზეც ისაუბრა.