in

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც დაშავებული სამხედროების სულისკვეთებას ასახავს

Invictus Games დაშავებული და დაჭრილი ომის ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების სულისკვეთებას გვაჩვენებს, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ მათ ტრავმის მიღების შემდეგ. თუმცა სანამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის შინაარსზე გადავიდოდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ Invictus Games 2014 წლიდან იმართება და იგი მიზნად სამხედრო მოსამსახურეების გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციას ისახავს. წელს კი თამაშები ჰააგაში გაიმართა და ჰიმნით ყველასთვის გაიხსნა, რაც სწორედ ამ ადამიანების მიერ შეიქმნა. 

Microsoft-თან პარტნიორობით ისინი სან-ფრანცისკოში მდებარე სპეციალურ ტექნოლოგიების ლაბორატორიაში გაემგზავრნენ. ჰიმნის შესაქმნელად Gaze Eye-Tracking ტექნოლოგიისა და Xbox Adaptive Controllers-ის კომბინაციის გამოყენება დასჭირდათ, რაც მათგან მინიმალურ ჩართულობას მოითხოვდა. კომპანიამ ყველა მონაწილის საჭიროების დაკმაყოფილება მოახერხა და შედეგად, სამხედრო პირებს ტრავმის შემდეგ მუსიკაში დაბრუნების შანსი კვლავ მისცა. 

ხოლო McCann-ის სააგენტომ გვაჩვენა, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი კადრს მიღმა. მოკლემეტრაჟიან ფილმში რიგითი კარლ ჰინეტი და კაპრალი ემა ლუმი საკუთარ ისტორიებს გვიზიარებენ. სიუჟეტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ტრავმის მიღებისა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ხელახლა დაკვრის პერიოდს მოიცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰიმნს Invictus Games-ის ყოველი გამოჩენისას ვისმენთ, იქნება ეს ცერემონიის გახსნა თუ სხვა განსაკუთრებული დღეები. ბოლოს კი ვკითხულობთ ფრაზას: როცა ყველა თამაშობს, ჩვენ ვიმარჯვებთ.

დააჭკვიანე, რას ელოდები? – ზუმერის ახალი კამპანია

$35-ად ნაყიდი ბიუსტი რომაული ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა