in

Goodfood-მა ბობ როსი „გააცოცხლა“ — The Joy of Dinner

ბობ როსის პოპულარობა, 1995 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიზარდა, როდესაც ახალმა მაყურებლებმა აღმოაჩინეს დამამშვიდებელი ხელოვნების გაკვეთილები. იმ დროისათვის The Joy of Drawing-ის ყურება Twitch-ისა და Netflix-ის მეშვეობით შეიძლებოდა. ახლა კი კანადური სურსათის მიტანის სერვისი Goodfood ამ შოუს ახალი სარეკლამო კამპანიის შთაგონებად იყენებს.

“The Joy of Dinner with Goodfood”-ის სიუჟეტი ასეტია: „როსი“ მოლბერტთან დგას და „გუდფუდის“ სტეიკს ხატავს. იგი დამამშვიდებლად აცხადებს, რომ „ეს ნებისმიერს შეუძლია. ნებისმიერ შეუძლია მისი შეკვეთა“. შემდეგ კი, როგორც ნამდვილი, ბობი, რომელიც ნამუშევრებს ყოველთვის ამატებდა „ბედნიერ პატარა ხეებს“, თეფშზე მწვანილს ხატავს.

„გარდა საკვების ნაკრებისა და სასურსათო პროდუქტების სწრაფი მიწოდებისა, გუდფუდი უზრუნველყოფს სტრესის სრულ განმუხტვას, რადგან იმის გადაწყვეტაში გეხმარებათ, თუ რა უნდა მიირთვათ სადილად. ბობ როსი ყველას უყვარს და ამიტომაც გავაცოცხლეთ ის ჩვენი ახალი კამპანიისთვის“, — ამბობს Goodfood-ის მთავარი კრეატიული ხელმძღვანელი, ჩერ კემპბელი.

5 საუკეთესო ნოუთბუქი ნებისმიერი საქმიანობისთვის

Agrolabs: „500Georgia-ს პროგრამის შემდეგ, ამერიკელი ინვესტორებისგან დამატებითი რესურსები მოვიზიდეთ“