ყურსასმენების ბრენდმა Beats by Dre-მ ნორვეგიელი ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდი თავის უახლეს ელჩად წარადგინა, ლებრონ ჯეიმსთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ბრენდმა ვიდეორგოლიც გადაიღო, სახელწოდებით „მეფე და ვიკინგი“ — მასში ცნობილი სპორტსმენების მხარდამჭერ, გამამხნევებელ სიტყვებს ვისმენთ. მართალია, ისინი სხვადასხვა მიმართულებით იკავებენ მოწინავე ადგილებს, მაგრამ მათი ისტორიები მაინც მსგავსია.
„მოხარული ვარ, რომ შევუერთდები Beats-ის ოჯახს… ბრენდს, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩემი, როგორც სპორტსმენის რუტინის ნაწილია. ზოგადად, ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კამპანიაც სწორედ ამისკენაა მიმართული“, — აღნიშნა ჰოლანდმა.
„დიდი სიამოვნებაა სცენის გაზიარება მათთან, ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემთვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავ“, — ამბობს ლებრონ ჯეიმსი.