ილუსტრატორისა და რეჟისორის, მარტინ სმატანას მოკლემეტრაჟიანი ფილმი დანაკარგის კონცეფციაზე გვიყვება — კერძოდ, როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს მტკივნეული ამბავი შესაფერისი მეტაფორებით. სიუჟეტი პატარა ბიჭსა და ბაბუას შორის არსებულ ურთიერთობის გავლით გვაჩვენებს, რომ სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ეს ჩვენი მოგზაურობის დასასრულს არ ნიშნავს…
„ორივე პერსონაჟი გარკვეული ფენებისგან შედგება, რაც სიმბოლურად ასაკზე მიანიშნებს. ბიჭს ბევრი ფენა აქვს, რადგან მისთვის მთელი ცხოვრება წინაა. ხოლო ბაბუამ ამ ფენების უმეტესი ნაწილი დაკარგა და მხოლოდ ძალიან ცოტა დარჩენია… ასაკთან ერთად წონაშიც იკლებს და სიცოცხლის მიწურულს ფურცელივით თხელი ხდება“, — განმარტავს რეჟისორი.