in

აპოკალიფსი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში აპოკალიფსის დრო დაგდა. ანტიკური ბიუსტები ფოთლებითა და ჭუჭყიანი კორომებითაა დაფარული, მთებს შედევრების ოთახი აქვთ მისაკუთრებული… წყალი კი, პირდაპირ დარბაზებში მოედინება… ფოტოგრაფ ჰელმუტ ვიმერის ფოტოსერია “The Last Day“ – „ბოლო დღე“ ინსპირირებულია ისტორიული ფაქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით. ნამუშევრები ხაზს უსვამს, ბუნების წინაშე, ჩვენს უძლურებას და წარმოაჩენს ხელოვნების ისტორიის მუზეუმს, როგორც ბუნების ძალადობის მსხვერპლს.

ჰელმუტ ვიმერი 1956 წელს, ზემო ავსტრიაში, ველსში დაიბადა, თუმცა დღეს, ცხოვრობს და მოღვაწეობს ვენაში. ის ფოტოგრაფია, ოპერატორი, რეჟისორი და ავტორი. სწავლობდა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. თავიდან ფოკუსირებული იყო სოციოპოლიტიკურ თემებზე. კოლაბორაცია ჰქონდა რეჟისორ ჟაკლინ კლონმულერთან თეატრისა თუ წარმოდგენების პროექტებზე, დოკუმენტურ ფოტოგრაფიასა და ფილმში. ვიმერს, ასევე, ფირის ფოტოგრაფია აინტერესებდა და საკუთარ ვიზუალურ იდიომებს ქმნიდა.

როგორ შეიცვალა მანდარინის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით?

მოტოროლას დასაკეცი მობილური ბრუნდება