შონ უაითი ბოლო ოლიმპიელია, რომელიც იურიული პერიოდის დინოზავრს შეხვდა. ვიდეო, რომელშიც ეს მოვლენაა ასახული NBCUniversal-ის სარეკლამო კამპანიის მორიგი შემადგენელი ნაწილია. ის NBC-სთვის 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს აერთიანებს. კამპანია ზამთრის ოლიმპიადის გაშუქებას და კინოფილმ Jurassic World Dominion-ის ახალ ეპიზოდს უკავშირდება. შონ უათი მესამე ამერიკელი ოლიმპიელია, რომელიც ვარჯიშის დროს გადაშენებულ უზარმაზარ არსებებს შეხვდა. კამპანიის ფარგლებში, მასზე ადრე იურიული პერიოდის დინოზავრებთან ერთად, ნათან ჩენი და მიქაელა შიფრინი ვიხილეთ.
კამპანია 21 იანვარს დაიწყო, როცა NBC Today-ზე პირველი ვიდეორგოლი გამოვიდა. ეპიზოდში ერთმანეთს ოლიმპიური ოქროს მფლობელი მიკაელა შიფრინი და Jurassic World-ის მტაცებელი Blue ხვდებიან.
შემდეგი ეპიზოდი მოციგურავე ნათან ჩენს უკავშირდება, რომელიც სამგზის მსოფლიო ჩემიონია და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე აშშ-ის ღირსებას დაიცავს.
NBC-ის კამპანიის ბოლო ეპიზოდი 4 თებერვალს გამოვა. 60 წამიანი სერიების შემდეგ, ბოლო, ორ წუთიან ვიდეორგოლს ვიხილავთ, სადაც ოლიმპიური სპორტსმენები და იურიული პერიოდის დინოზავრები თავს ერთად მოიყრიან.