7
Dec
2018

„უკანასკნელი ფოტო“ – ისინი, სურათის გადაღებიდან ცოტა ხანში, გარდაიცვალნენ

7 Dec 2018

წინასწარ არასოდეს ვიცით, როდის ვხედავთ ადამიანს უკანასკნელად. თუნდაც, მძიმედ იყოს ავად, გვგონია, ბოლო წამი ჯერ არ დამდგარა, მით უმეტეს თუ დილას ვესაუბრეთ, ერთი კვირის წინ შეგვხვდა და ყველაფერი კარგად იყო. გიჩვენებთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ვიღაცისთვის ბოლო აღმოჩნდა, თუმცა, ამაზე, შესაძლოა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ფოტო, რომელიც ბიჭის ძმამ გამოაქვეყნა წარწერით: „ჩემი ძმის უკანასკნელი ფოტო. ის ავტოავარიას ემსხვერპლა“.

ფოტოზე გამოსახულია მამა-შვილი. მამა პანკრიასის კიბოთი გარდაიცვალა. ეს მათი უკანასკნელი საერთო სურათია, რომელიც ბიჭმა მოგვიანებით გამოაქვეყნა.

მეხანძრე ჰარი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ფოტო ბიძაშვილმა (Irma Goncalves) გამოაქვეყნა.

„უკანასკნელი ლუდი“. ამ ფოტოს გადაღებიდან, მალე, ბაბუა მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

„ჩემი ლამაზი დედიკო. საოპერაციოში (დიაგნოზი გლიობლასტომა – თავის ტვინის სიმსივნე) ასე ღიმილით შევიდა. ახლა ძალიან მძიმე წუთებშიც კი ჩემი შთაგონების წყაროა ეს ღიმილი“ – David Gilbert.

მყვინთავი სამან კუნანის უკანასკნელი ფოტო. მონაწილეობდა ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენ ოპერაციაში (2018 წლის ზაფხული). გარდაიცვალა ჟანგბადის უკმარისობის გამო, რადგან თავისი ჟანგბადი ბავშვებს გაუნაწილა.

უკანასკნელი ჩახუტება ქალიშვილთან. ცოტა ხანში, მამას მოულოდნელად გული გაუჩერდა.

„96 წლის ბაბუა და 100 წლის ბებია. 77 წლიანი ქორწინების დასასრული. ბებია გარდაიცვალა“ .

 

„უკანასკნელი ფოტო“. ბიჭი, დაახლოებით, 7 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მამამ, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქალიშვილი საკურთხეველთან მიაცილა.

წყარო: www.boredpanda.com

განხილვა