in

ეპოქის დასასრული — ნიუ-იორკის ბოლო საჯარო სატელეფონო ჯიხური აიღეს

გამარჯობა მომავალო — რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა პირებმა ნიუ-იორკის უკანასკნელი სატელეფონო ჯიხური აიღეს და, შეიძლება ითქვას, წარსულის ნაწილად აქციეს. ქუჩებში მოსიარულეებს აღარ მოუწევთ ჯიბეებში მონეტების ჩხრეკა და ერთი-მეორის ლოდინი ზარის განსახორციელებლად.

bog
bog-mob

ბოლო სატელეფონო ჯიხურის აღება რვაწლიანი პროექტის დასასრულს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ქალაქის მასშტაბით მათ სრულ ამოღებას ისახავდა. ცხადია, ინიციატივა თანამედროვე ტექნოლოგიების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.

უფრო კონკრეტულად, აწ უკვე „წარსულის არტეფაქტები“ CityBridge-ის მიერ შემუშავებული LinkNYC მონოლითებით შეიცვალა, რომლებიც არა მხოლოდ უფასო სატელეფონო ზარების განხორციელებაში დაეხმარება ადამიანებს, არამედ მგზავრობის დროისა და ამინდის პირობების შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას. რა თქმა უნდა, მათ გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე ტრადიციულ ტელეფონებს, რომლებიც მობილური მოწყობილობების ეპოქაში თითქმის უფუნქციოდ დარჩა.

დღეისათვის უკვე თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით დამონტაჟდა 2000 მაღალსიჩქარიანი Wi-Fi კიოსკი, რაც ნიუ-იორკელებს ეფექტურად გადაადგილებაში ეხმარება.

მართალია, ქალაქში ბოლო საჯარო ჯიხური აიღეს, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე კერძო სატელეფონო ჯიხური და იმედია, სიმბოლურ ნიშად მაინც შემორჩება… მეთიუ ფრეზერმა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ოფისის კომისარმა, ეს მოვლენა მწარე მომენტად მოიხსენია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურას განვითარება სჭირდება, რათა ხალხის სწრაფად ცვალებადი საჭიროებები დააკმაყოფილოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სატელეფონო ჯიხური ნიუ-იორკის მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც ის სხვა რელიკვიებთან ერთად გამოიფინება.

მეცნიერებმა „სიკვდილის დრაკონის“ ნაშთები აღმოაჩინეს

რატომ უნდა შეიძინო ტოიოტა – ლიზინგით?