in ,

რეპამდე, ჯერ იყო ჯაზი! – Timberland-ის ანიმაციური კამპანია

მუსიკის ისეთ თანამედროვე ჟანრამდე, როგორიც მაგალითად რეპია, იყო ჯაზი. წარმოუდგენელი ჟღერადობა, საოცარი ენერგეტიკა და უბრალოდ ცოცხალი ჰანგები, სწორედ ასეთია ჯაზი, ხოლო რაც შეეხება მის შემსრულებლებს, ამ სფეროსთან უფრო მეტად ფერადკანიანი მუსიკოსები ასოცირდებიან. მართალია, ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურია ცნობილი რეპერ Nas-ის ჯაზში წარმოდგენა, თუმცა ფაქტია, რომ შემსრულებელმა მუსიკაში პირველი ნაბიჯები სწორედ ამ კუთხით გადადგა. კომპანია Timberland-ისთვის კი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საინტერესო კამპანია Legends Club წამოიწყო, რაც ძირითადად ცნობილი ადამიანების ისტორიების მოკლემეტრაჟიან სარეკლამო ანიმაციებად ქცევას მოიცავს, Nas-ის ამბავი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ახალი ვიდეორგოლის მთავარი გმირიც სწორედ ეს რეპერი გახდა. ახალ, ფერად და ორიგინალურ ვიდეოზე სააგენტო Pereira & O’Dell-მა იმუშავა.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=ob4tFhgAecw

ჰამლეტი თუ ომლეტი? რას დაწერდა შექსპირი, მშიერი რომ ყოფილიყო? – Snickers-ის პრინტ კამპანია

„ბორჯომის“ ახალი ვიდეორგოლი და კომპანიის CSR პლატფორმა 2000 წლიდან – დღემდე