Timberland-ის ფერადი ანიმაციური კამპანია Legends Club გრძელდება და ამჯერადაც ამ საინტერესო სანახაობის გმირი კვლავ Nas-ია. სააგენტო Pereira & O’Dell-ის დახმარებით მომზადებული კამპანიის და ყოველი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მიზანი მსოფლიოში ცნობილი რეპერების წარმატების გზის საზოგადოებისთვის გაზიარებაა. წინა ვიდეორგოლში Nas-მა თავისი მუსიკალური შემოქმედების დასაწყისი გაგვიზიარა, ახლა კი რეპერი მის გაგრძელებას გვიყვება. როგორც გაირკვა, მუსიკოსი მთელ თავისუფალ დროს ლექსიკონების კითხვასა და ახალი უჩვეულო სიტყვების აღმოჩენაში ატარებდა, რასაც შემდეგ თავის სიმღერებსა თუ მათ ტექსტებს უმატებდა. ამბიციურმა რეპერმა, რომელსაც ჰიპ-ჰოპის ლექსიკის სრულიად შეცვლა სურდა, როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. სწორედ მსგავსი ისტორიების გაზიარებას ისახავს მიზნად Timberland-ის ანიმაციები.
https://www.youtube.com/watch?time_continue=53&v=sjpaYlSNUIE