in

ეს ანიმაცია ბავშვობაში წიგნის კითხვაში გათენებულ ღამეებს გაგახსენებთ

გახსოვთ წიგნის კითხვაში გათენებული ღამეები? საბნის ქვეშ წაკითხული შთამბეჭდავი ამბები. 5 წუთიც და შუქს ჩავაქრობ… ამ თავსაც ჩავიკითხავ და დავიძინებო – პირობას დაუსრულებლად რომ ვარღვევდით, რათა კიდევ რამდენიმე წუთი გაგვეტარებინა წიგნების ჯადოსნურ სამყაროში, გავმხდარიყავით მისი პერსონაჟების თავგადასავლების თანამონაწილე, წარმოგვედგინა საკუთარი თავი სიუჟეტის ნაწილად და გმირის ისტორიაში საკუთარი თავი გვეპოვნა… ესაა ამბავი პატარა ბიჭზე, რომელიც ბიბლიოთეკასა და წიგნებს დაუახლოვდა, დიდი ხნის შემდეგ კი, კვლავ დაუბრუნდა ბავშვობის მოგონებას.

ერთი შეხედვით, ანიმაცია წიგნის სიყვარულსა და ბავშვურ თავგადასავალზეა, თუმცა, ეს ამბავი საკრედიტო კომპანიამ Al Etihad Credit Bureau (AECB) თანხის სესხებასა და დაბრუნებას დაუკავშირა და სააგენტო Serviceplan Middle East-თან ერთად, კამპანიის სახით წარუდგინა მაყურებელს.

Porsche – ეს აზროვნების განსხვავებული სტილია!

რა ინტენსივობის ვარჯიშია საჭირო “მჯდომარე ცხოვრების წესის” დასაბალანსებლად?