in

The Litra Glow — ხელოვნური განათება ახალი შესაძლებლობებით

მისი გამოყენებისას რთულია იმის შემჩნევა, რომ გარემო ხელოვნურადაა განათებული

The Litra Glow უახლესი განათება დაგეხმარებათ სრულყოფილად მოაწყოთ თქვენი სამუშაო გარემო. ეს არის – Logitech for Creators-ის საწარმოო ხაზის (Logitech კრეატორებისთვის) მორიგი პროდუქტი. ის კრეატიულ სფეროში ჩართული ადამიანების გარდა, იდეალური შენაძენი იქნება ყველასთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს. ახალი თაობის განათება, ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს სახლი თუ ოფისი, მოგცემთ შესაძლებლობას გქონდეთ უფრო ხარისხიანი გამოსახულება ვიდეო ზარებისთვის, სტრიმინგისთვის, ონლაინ კონფერენციისთვის და ა. შ. 

Litra Glow-ს განათებას არ აქვს შესამჩნევი კვალი – მისი გამოყენებისას რთულია იმის შემჩნევა, რომ გარემო ხელოვნურადაა განათებული. ასევე, მოწყობილობის მოხმარებისთვის სულაც  არაა აუცილებელი ყოველთვის გამოიყენოთ სპეციალური სამფეხა შტატივი – მისი კომპაქტური ფორმა, საშუალებას მოგცემთ განათავსოთ ნებისმიერ ეკრანზე და Logitech-ის წარმოებულ ვებ-კამერბეზე.  

The litra glow არსებითად არის სელფის განათება, ჩარჩოსა და სპეციალური სამაგრის გარეშე. ის იყენებს Logitech-ის Truesoft ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ ნათებას კანის ნებისმიერი ტონალობისთვის. Litra Glows-ს ჩაშენებული აქვს მონიტორის სამაგრი – 4-დიუმიანი ვერტიკალური ტელესკოპითა და 2-დიუმიანი ჰორიზონტალური გაფართოებით. ასევე, განათებას აქვს 360 გრადუსიანი ბრუნვის შესაძლებლობა. 

Litra Glow-ის დარეგულირება ხდება როგორც ხელით განათების უკანა მხარეს მოთავსებული ღილაკების მეშვეობით, ასევე Logitech G Hub-ის – პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. Logitech G hub-ით თქვენ შეგიძლიათ განათების დარეგულირება მაქსიმუმ 250 ლუმინამდე. ასევე, ტემპერატურის შერჩევა 27000K-დან 65000K-მდე, რაც განათების ტემპერატურის სრულ სპექტრად ითვლება. გარდა ამისა, Logitech G Hub-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ განათების სასურველი კონფიგურაციის დამახსოვრება და ტემპერატურის წინასწარ დაყენება. 

The Litra Glow-ს აქვს USB-C და USB-A პორტები, ამდენად, ის დასაკავშირებლად ხელმისაწვდომია ძველი თაობის მოწყობილობებისთვისაც, თუმცა მისი დამუხტვა მხოლოდ USB 3.0-ითაა შესაძლებელი.

AI-მ რემბრანდტის შედევრი 5.6-ტერაბაიტიან მონაცემად აქცია

რა გზას გადის ჩაი ხარისხიან პროდუქტად ჩამოყალიბებამდე