„ალცჰაიმერის საზოგადოების“ ახალი ვიდეორგოლი ეხება დაავადების მძაფრ გავლენას არა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ მათ საყვარელ ადამიანებზეც. განსხვავებული პერსპექტივით გადმოცემული სიუჟეტი, სახელწოდებით The Long Goodbye, გვიჩვენებს, როგორ აქრობს დიაგნოზი ცხოვრებისა და პიროვნების გადამწყვეტ ასპექტებს…
მოკლემეტრაჟიან ფილმში შესანიშნავადაა გადმოცემული დემენციის მწვავე რეალობა: დაავადება ყოველდღიურად „კლავს“ ადამიანს და ნელ-ნელა შლის მის სხვადასხვა იდენტობას. რეჟისურაზე ბაფტაზე ნომინირებულმა რეჟისორმა, შარლოტა რეგამ იზრუნა — მან ნოსტალგიური კადრები ემოციურ ჩანართებად გამოიყენა.