ჩინეთში Grey Group-მა ბუნების გადასარჩენად ფართომასშტაბიანი ინსტალაცია ” The Lost Lake” გააკეთა.
ინსტალაციების თემა ის ტბებია, რომლებიც 40 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების შედეგად დაშრა. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩინეთის დიდ ქალაქებში ცხოვრობენ ტბები არც უნახავთ და არც იციან, როგორ გამოიყურებიან ან რატომ არის მათი გადარჩენა მნიშვნელოვანი ბუნების ან თუნდაც სილამაზის შენარჩუნების მიზნით.
პეკინის ქუჩებში პატარა ტბის ფორმის შუშები დააწყვეს. მიზანი გამვლელების ინფორმირება და ტბის მნიშვნელობის შეხსენებაა. ინსტალაცია 20×10 მეტრის სიგრძის შუშებისგან შედგება, მათ დამუშავებაზე ექვსი კვირის მანძილზე 15–მა არტისტმა იმუშავა.