in

Apple-ის ზღაპარში ჯადოსნურმა არსებამ „ხმა დაკარგა“

Apple-მა ახალი მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი გამოუშვა — ის მოგვითხრობს ვარდისფერ, ბეწვიან, ჯადოსნურ არსებაზე, რომელმაც ლაპარაკის უნარი დაკარგა. „დაკარგულ ხმაში“ მაყურებლები ხედავენ, რომ ეს უჩვეულო ქმნილება პატარა გოგონას ხვდება და სწორედ აქედან იწყება ტყეში მოგზაურობა, რათა ხმა იპოვონ.

BOG

რეკლამის ბოლოს შშმ პირს, ტრისტრამ ინგამს ვხედავთ — როგორც აღმოჩნდება, სწორედ ის უკითხავდა შვილს მთელი ამ ხნის განმავლობაში ფანტასტიკურ ამბავს. ამისათვის კი Apple-ის ახალი ფუნქციას იყენებდა, რომელიც წერილობით ტექსტს კონკრეტული ხმით აჟღერებს. „აქამდე ოჯახის წევრები ლაპარაკობდნენ შშმ პირების ნაცვლად. ახლა კი ტექნოლოგია მეტ ავტონომიას გვაძლევს საკუთარი აზრების გამოსახატად“, — აღნიშნავს ინგამი.

Toyota-ს საშობაო რეკლამები ახლო ურთიერთობების მნიშვნელობას გვახსენებს

Lego-ს 2024 წლის ნაკრებში Ford Mustang-ის, Audi-სა და BMW-ს მოდელებს აღმოაჩენთ