The Made by Google 2024 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ბევრი სიახლე გავიგეთ. ღონისძიება AI დაპირებებით იყო სავსე, შესაბამისად, Gemini AI-ის ახალი შესაძლებლობების მრავალი Live დემონსტრაციაც ვიხილეთ…
უფრო ზუსტად:
Gemini Live ანდროიდზე გახდება ხელმისაწვდომი
Google-ის პასუხი OpenAI-ის Advanced Voice Mode-ზე საჯაროდ ჩაშვებაა, ოღონდ თუ Google One AI Premium-ის გამომწერი ხართ. Gemini Live მომხმარებელსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის უკეთესი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, მეტად რეალისტური ხდება და პასუხებიც უმჯობესდება.
Pixel 9-ის ხაზს უკეთესი კამერა და Gemini AI დაემატება
სტანდარტულ Pixel 9-ის ხაზში თავად Pixel 9-სა და 9 Pro-ს მაღალი რეზოლუცია განასხვავებს, 9 Pro XL კი უფრო დიდ ზომაში გამოვა, თანაც თითოეულის უკან Gemini AI იქნება.
დასაკეცი მოწყობილობების გაგრძელება — Pixel 9 Pro Fold
ცოტათი უფრო დიდი იქნება 8-ინჩიანი ეკრანით. უფრო თხელიცაა და კამერაც განახლებული აქვს ზუსტად ისე, როგორც Pixel 9-ის ხაზის სხვა მოწყობილობებს. როგორც ვიგებთ, 1799$ ეღირება და ასისტენტად Gemini-ის შემოგვთავაზებს.
ფოტოების რედაქტირების ახალი AI ხელსაწყოები
გასულ წელს Magic Editor-ის გაშვების შემდგომ, AI ხელსაწყოები Pixel 9-ის ტელეფონებშიც გამოვა. მაგალითისთვის სქრინშოთების ძიებას შეძლებთ, Pixel Studio ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სურათებს მოწყობილობაშივე შემოგთავაზებთ, ხოლო ავტომატური კადრების ფუნქცია სურათის სწორად ფოკუსირებაში დაგეხმარებათ.
Pixel Watch-ის არჩევანი მეტად მრავალფეროვანი ხდება
თუ აქამდე მხოლოდ 41 მმ. ზომით იყო ხელმისაწვდომი, ახლა 45 მმ.-იან მოდელსაც შეხვდებით. უფრო დიდი ეკრანი ექნება და უკეთესი ნათება. აქაც AI დანამატებს ნახავთ:
Pixel Watch 3-ს Loss of Pulse-ის ფუნქცია ემატება
ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა დაადგენს, როდის არ სცემს ჩვენი გული შესაბამისად ისეთი შემთხვევების შედეგად, როგორებიცაა გულის გაჩერება, სუნთქვის უკმარისობა, დოზის გადაჭარბება და სხვა. თუ Pixel Watch მსგავს რაიმეს ამოიცნობს, სამედიცინო მომსახურებას ინდივიდის ლოკაციაზე გამოიძახებს.
Pixel Buds Pro 2-ს Gemini ემატება
უფრო ზუსტად Gemini Live, რომელიც მას ბუნებრივ ენასთან მეტად თავსებადს გახდის. Tensor A1 ჩიპიც დაემატება, რაც ზომის 27%-ით შემცირების საშუალებას იძლევა.
Made You Look-ის ფუნქცია ბავშვების გაღიმებაში დაგეხმარებათ
თუ თქვენც დიდი ძალისხმევის დახარჯვა გიწევთ ბავშვებთან ფოტოების გადასაღებად, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს — Made You Look-ის ფუნქცია დასაკეცი ეკრანის წინა კამერას ბავშვების გასართობად გამოიყენებს. რაღაც სახალისოს აჩვენებს, რათა იგი გააღიმოს.
ამასობაში Pixel Weather-ის დებიუტიც შედგა
დიახ, Pixel-ის ხაზს უკვე საკუთარი ამინდის აპლიკაცია ექნება, თანაც AI შესაძლებლობებით. შესაბამისად, მხოლოდ ამინდის შესახებ კი არ მოგაწვდით ინფორმაციას, AI წინასწარ პროგნოზებსა და ანგარიშებს შეადგენს თქვენთვის.
Nest Thermostat განახლდა
Nest Thermostat-ის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აი ამ ლინკზე იპოვით.
RIP Chromecast წარსულს ჩაბარდა, გაიცანით Google TV Streamer:
დაბოლოს, The Made by Google 2024-ის სრულად ყურებას ქვემოთ შეძლებთ: