in

“ჰაჩიკოს” ისტორია განსხვავებული ფინალით

სარეკლამო სააგენტო “DDB”-მ ცნობილ რეჟისორ როდრიგო გარსია საისთან ერთად არგენტინაში მოქმედი საქველმოქმედო ფონდისთვის სარეკლამო რგოლი გადაიღო. ფონდი იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებათ.

ვიდეო რგოლების დახმარებით, ადამიანებს დონორობის აუცილებლობას სხვადასხვა ისტორიებით უყვებიან. ერთ-ერთი სწორედ არგენტინული საქველმოქმედო ფონდის რეკლამაა. ნაცნობ სიუჟეტს ორიგინალური და გულისამაჩუყებელი დასასრული მოუფიქრეს.

რეკლამის სიუჟეტი ცნობილი ფილმის “ჰაჩიკოს” სიუჟეტს წააგავს. ისევე როგორც ფილმში, რეკლამაშიც ოთხფეხა მეგობრები თავის პატრონს წვიმაში, მზეში  და ქარში ელოდებიან.

არგენტინულ ვარიანტში ფინალი განსხვავებულია. ძაღლი იმას პოულობს, ვისაც მისმა პატრონმა დონორობა გაუწია.

“უიღბლო დღე” – პირველი სერია

თქვენ გელით მთქნარება