in

კიბოს ნაწიბურების ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის ამბავი The Mark of Life-ის კამპანიაში

ამ ამბის ავტორები არაკომერციული ორგანიზაცია Fuck Cancer და კრეატიული სააგენტო Mischief @ No Fixed Address გახლავთ. სწორედ მათ გადაწყვიტეს სხივური თერაპიის შედეგად კიბოსგან გადარჩენილების ტატუარტისტებთან დაკავშირება… უფრო ზუსტად, Mark of Life იმ პაციენტებს აძლევს ახლა შანსს, რომლებმაც რემისიას სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მიაღწიეს და საშუალებას აძლევენ მათ, ეს წერტილები იმედისა თუ ოპტიმიზმის სიმბოლოდ აქციონ. 

BOG

ინფორმაციისთვის, გარეგანი სხივური თერაპიისას რადიაციულ წერტილოვან „ტატუებს“ იყენებენ, მელნის წერტილებია, რომლებსაც ონკოლოგები პროცესში ხელმძღვანელობისთვის მიმართავენ. ამიტომ, კლინიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პაციენტებს ყოველდღიურად შეახსენებს მოწყვლადობასა და სტრესს — მკერდის კიბოს მქონე ქალების 70% უარყოფითად არის განწყობილი ამ წერტილების მიმართ, ხოლო 78% ისურვებდა, რომ მკურნალობა ამ ლაქების გარეშე ჩაეტარებინა…

ამ ამბავში 100-ზე მეტი ტატუარტისტი სრულიად უსასყიდლოდ შემოიერთეს. შედეგად კი კიბოს ნაწიბურების ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის ამბის მომსწრე ვხდებით:

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში