in

”საშინელებათა ლაბირინთი” გართობის ერთ-ერთი ყველაზე ”საშიში” გზაა.

თბილისში პირველი საშინელებათა ლაბირინთი გაიხსნა, ნახეთ რეალური ვიდეო და GDS-ის სიუჟეტი:

http://www.youtube.com/watch?v=sARDCa3MfiE&feature=youtu.be
 

ბნელ ლაბირინთში სხვადასხვა ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების ფონზე დადიან. არის სამი სხვადასხვა დონე და განსხვავებული სირთულეები. სხვადასხვა სულიერი თუ უსულო საგნები და სხვა დაბრკოლებები დამთვალიერებლებს გზაზე ”ხვდებათ”.

”საშინელებათა ლაბირინთი” ქართულ-ებრაული პროექტია.  VSM Invest-ის ადგილობრივ პარტნიორთა ვინაობა კონფიდენციალურია. ”თბილისში მისი გახსნა ისრაელში ამ ბიზნესის წარმატების გამო გადაწყდა. დღის მანძილზე იქ 700-მდე ვიზიტორია. საქართველოში ეს ინოვაციური პროდუქტია, თან ძალიან საინტერესოა ეს ”მოგზაურობა”.

”საშინელებათა ლაბირინთი” არ არის მორიგი ”გასართობი”, მართლა სერიოზული თავგადასავალია მათთვის, ვისაც მსგავსი რამ იზიდავს. ეს ლაბირინთი ძალიან საშიშია. ”კარგად მუშაობს” ფობიები. დახურული სივრცის, რაიმე ნივთების ან სულიერის შიში. დღეში 150-მდე სტუმარი გვყავს”,- ამბობს ცენტრის მენეჯერი ზურაბ კობახიძე.

ლაბირინთში შესვლა 15 ლარი ღირს, მოქმედებს სპეციალური ფასდაკლების ბარათებიც. ერთი წრის შემოვლას, დაახლოებიბთ, 10-15 წუთი სჭირდება. შესვლა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 – 6 ადამიანს შეუძლია, 11 წლამდე ბავშვებისა და მათ გარდა, ვისაც სუსტი გული აქვს.

ცენტრში ამბობენ, რომ ლაბირინთის დეკორაცია და ბილიკები მუდმივად შეიცვლება. მეორედ მისულ ერთსა და იმავე ადამიანს გასხვავებული ბარიერების გადალახვა მოუწევს. თუმცა, ”საშინელებათა ლაბირინთის” შიშს ბევრი ვერ უძლებს, ნახევარზე მეტი ”მოგზაურობას” შუა გზაში წყვეტს.

”ვინც წყვეტს, მერე აუცილებლად ბრუნდება, ხშირად მეგობრებთან ერთად, სტიმული აქვთ, შეწყვეტილი საქმე ბოლომდე მიიყვანონ”, – ამბობს ზურა კობახიძე.

იმის მიუხედავად, რომ ბიზნესის განვითარების კუთხით ”დიდი” გეგმები აქვთ, სარეკლამო კამპანია, თუნდაც ცნობადობის ამაღლების კუთხით, ნაკლებად აქვთ.

ზურაბ კობახიძის თქმით, მათი სერვისი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვისაა, ამიტომ კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ სოციალური ქსელი შეარჩიეს.

საშინელებათა ლაბირინთი 1

საშინელებათა ლაბირინთი 2

ქილების ევოლუცია

რესტორანი მხოლოდ ტყუპი მიმტანებით