21
Dec
2018

გოუ პროს მსგავსი მიკროსმარტფონი ექსტრემალური სიტუაციებისთვის

21 Dec 2018

veon
veon


მიუხედავად იმისა, თუ რა მოდელის სმარტფონი გაქვთ, ის არ გამოგადგებათ ხანგრძლივი, ექსტრემალური მოგზაურობისას, რომელსაც, უმეტესად, ხეტიალსა და ბუნების აღმოჩენაში გაატარებთ. ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების აქტიური სტილითა და თავგადასავლების სიყვარულით გამოირჩევიან, მიკროსმარტფონი Unihertz Atom შეიქმნა. თუ ვეცდებით ეს ახალი მოწყობილობა რომელიმე პოპულარურ პროდუქტს მივამსგავსოთ, ეს იქნება გოუ პრო. Unihertz Atom –  ეს არის ტელეფონი ვიქენდის „მებრძოლთათვის“. შეგიძლიათ თამამად წაიღოთ ის გიჟურ წვეულებაზე, ისე, რომ არ იდარდოთ თქვენი სმარტფონის ბედზე… ეს მოწყობილობა შეგიძლიათ ცეცხლში, ან წყლით სავსე აუზში ჩააგდოთ და არც ცურვისას შეგეშინდეთ, რომ რამე მოუვა.

Unihertz Atom-ის დიზაინში მინიმალიზმი იგრძნობა. მისი შეფუთვა დახვეწილია და აერთიანებს სიმ ბარათის სათავსოს, USB-C-ს დამტენ კაბელს და ა.შ. უნდა აღვნიშნოთ, რომ Atom დამხმარე ტელეფონი არ არის. ფუნქციონირებისთვის მას სრულიად არ სჭირდება სხვა სმარტფონთან კავშირი. ის დამოუკიდებლად მუშაობს, Android 8.1 Oreo სისტემით.

ტელეფონი გრძელვადიანი მოხმარებისთვისაა შექმნილი. სპეციალური Corning Gorilla Glass-ის ქონა ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ მოწყობილობაზე დანა ან ცეცხლში ჩააგდოთ ის. ეს არ გამოიწვევს მისი დისპლეის ცვლილებას. ტელეფონი დაცულია მტვრისგან და აქვს ცხრიდან რვა წყალგაუმტარობის რეიტინგი. ასე რომ, შეგიძლიათ მასთან ერთად გადახტეთ ჩანჩქერში ისე, რომ არ იღელვოთ ტელეფონზე.

Atom Herz-ს აქვს 6 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 16 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. ორივე მათგანს აქვს უფრო მაღალი რეზოლიცია, ვიდრე iPhone 7-ს. შედარების პროცესში, iPhone-მა „მოუგო“ „ატომს“ მხოლოდ უკეთესი სენსორითა და სურათის დამუშავების ხარისხით. Atom Herz-ს აქვს 64 GB მეხსიერება და 2000mAh ბატარეა. მოწყობილობის ბატარეა უფრო პატარაა, ვიდრე ბაზარზე გავრცელებული სმარტფონების ბატარეები და ის ძლებს იმდენი ხანი, რამდენის ბოლო  iPhone-ს ბატარეა, რადგან მოიხმარს ნაკლებ ენერგიას უფრო პატარა ეკრანისთვის. მას აქვს ყურსასმენების ჯეკიც.

კომპაქტური ზომის მიღმა, ბევრი ნიუანსია, რომელმაც Atom-ის მოხმარებისას შეიძლება იჩინოს თავი. პატარა კლავიატურა და ეკრანი იდეალური არ არის. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს აპლიკაციებს, რომლებიც ფოტოს სწრაფ დამუშავებას მოითხოვს ან, ამ მოწყობილობაზე გაგიჭირდებათ ვიდეოს ნახვა. 2.4 ინჩის, 432 პიქსელის ეკრანის მოხმარებამ შეიძლება Nokia-ს ერაში გადაგვაგდოს. თუმცა, ეს ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობაა ადამიანებისთვის, რომლებიც განსხვავებულ პირობებში მუშაობენ, დიდ დროს ატარებენ ბუნებაში, სხვადასხვა სახის აღმოჩენებში. ეს მოწყობილობა მათ, ექსტრემალურ პირობებში ხეტიალისას, საკუთარ ტელეფონებზე დარდს დაავიწყებს. ფასი – $259.99, ბევრი ადამიანისთვის Atom-ის ალტერნატიულ, მეორე მობილურად შეძენის შესაძლებლობას იძლევა.

განხილვა