იმისათვის, რომ ირმის ნახტომის ერთ-ერთი საიდუმლო გაემჟღავნებინათ, ორი ძირითადი ასტრონომიის კვლევითი პროგრამა EMU და PEGASUS გაერთიანდნენ — სუპერნოვას ნარჩენი აირებისა და მტვრის ღრუბლის სახით გვხვდება, ეს ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ფაზას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც სუპერნოვას სახით აფეთქდება. თუმცა ამ უკანასკნელის ნარჩენები, რომლებიც რადიო ტელესკოპით დაადგინეს, ძალიან ცოტაა. აქ კი ჩნდება კითხვა: თუ ვარაუდობენ, რომ ის აღმოჩენილზე ხუთჯერ მეტი უნდა იყოს, მაშინ სად არის დანარჩენი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ავსტრალიის წამყვანი რადიოტელესკოპების დაკვირვებები გააერთიანეს, ეს მოიცავს ASKAP-ის, Parkes-ისა და Murriyang-ის რადიოტელესკოპებს.
ახალ სურათზე თხელი ღრუბლებია ასახული, რაც წყალბადის გაზს უკავშირდება, რომელიც ვარსკვლავებს შორის არსებულ სივრცეს ავსებს. ჩვენ ვხედავთ ადგილებს, სადაც ვარსკვლავები ყალიბდება ისე, როგორც სუპერნოვას ნარჩენები. მხოლოდ ამ პატარა მონაკვეთზე, ანუ ირმის ნახტომის 1%-ზე, 20 შესაძლო სუპერნოვას ნარჩენი აღმოაჩინეს, რომელთაგანაც მხოლოდ 7 იყო მანამდე ცნობილი. გამოდის, ჩვენ “დაკარგული” ნარჩენების აღმოჩენასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ რატომ ვხედავთ იმას ახლა, რაც მანამდე ვერ დავინახეთ?
ერთიანობის ძალა
EMU დაახლოებით 40 მილიონ ახალ შორეულ გალაქტიკას და სუპერმასიურ შავ ხვრელს გაზომავს, რათა დაგვეხმაროს, გავიგოთ, როგორ შეიცვალა გალაქტიკები დროთა განმავლობაში. ნებისმიერი ტელესკოპისთვის კი გამოსახულების გარჩევადობა დამოკიდებულია დიაფრაგმის ზომაზე, ASKAP-ს ბევრად უფრო დიდი ტელესკოპის დიაფრაგმა აქვს — 36 შედარებით პატარა, 12-მეტრიანი ფურცელი, მათ შორის კი ყველაზე შორი მანძილი 6 კილომეტრია. ეს ყველაფერი ASKAP-ს კარგ გარჩევადობას აძლევს, თუმცა რადიო ემისიების გამოტოვების ხარჯზე.
თუმცა არც ეს არის პრობლემა, ამ ინფორმაციის აღდგენას PEGASUS გვთავაზობს, იგი 64-მეტრიანი დიამეტრის Parkes/Murriyang-ის ტელესკოპს იყენებს, რათა ცის რუკა შეადგინოს. თუმცა მას მაინც შეზღუდული გარჩევადობა აქვს, რასაც კვლავ ერთიანი ძალებით Parkes და ASKAP ავსებენ. ისინი ირმის ნახტომის ამ რეგიონის საუკეთესო გამოსახულების მისაღებად მუშაობენ. ამ კომბინაციით რადიო ემისიებს ყველა მასშტაბით ვხედავთ, რაც, თავის მხრივ, სუპერნოვას ნარჩენების ნახვაში გვეხმარება. EMU და PEGASUS კი დაფარული განძის პოვნას შეგვაძლებინებს…
მსგავსად, მომავალში ირმის ნახტომის სრული სურათი უნდა მივიღოთ, 100-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე ეს სურათია, თუმცა მსგავსი დეტალებით. ვარაუდობენ, რომ 1500 ან უფრო მეტი ახალი სუპერნოვას ნარჩენია აღმოსაჩენი, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, რძიანი გზის წარსულის გაგებაში დაგვეხმარება.