როგორიც უნდა იყოს, ალბათ, ყველაზე მშვენიერ ხმად ჩათვლით და სწორედ ამიტომ, პროექტიც The Most Beautiful Sound-ის სახელით გაგვაცნეს…
კიბოსთან გამკლავების შესახებ ამბების მოსმენა ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ახლა კი მეცნიერები თავად სიმსივნური უჯრედების განადგურების ხმის მოსმენის შანსს გვაძლევენ… Grey Health & Wellness-ს სურდა, ადამიანებისთვის მეტად გასაგები გაეხადა, თუ როგორ მუშაობდა მკურნალობის მეთოდები.
„როგორც ყველა უჯრედის შემთხვევაშია, სიმსივნურ უჯრედებშიც იგრძნობა მოძრაობა და ვიბრაცია… ამ იდეაში ნამდვილად აღმაფრთოვანებელია უნარი, მივცეთ რაღაც უხილავს რეალური პერსპექტივა, რომელიც ძლიერი იარაღი იქნება პაციენტებისთვის კიბოსთან გამკლავების მოგზაურობაში“, — აცხადებს კონორ ევანსი, ასოცირებული პროფესორი.
ხმის შედგენაში კი მონაწილეობას მედიცინის მკვლევრებიც იღებდნენ, რათა ფილტვისა და ძუძუს კიბოს უჯრედების ხმა ზუსტად სიკვდილის მომენტში დაეჭირათ.
„ხშირად რთულია კიბოს მქონე პაციენტის მოგზაურობაში ხელშესახები ეტაპებისა თუ პროგრესის ვიზუალიზაცია. გვინდოდა, რომ პაციენტებს განეცადათ, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მკურნალობა. ეს კვლევაზე დაფუძნებული კრეატიული მიდგომა რევოლუციურია თავისი უნარით, შთააგონოს და მოტივაცია მისცეს პაციენტებს, კიბოსგან გადარჩენილებსა თუ მათ მომვლელებს“, — ამბობს ვენდი ლანდი, WPP-დან.
კიბოს უჯრედების განადგურების სასიამოვნო ხმის მოსმენას კი themostbeautifulsound.org-ზე შეძლებთ.