in ,

Inouye Solar Telescope-ის მიერ გადაღებული მზის ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო

28 იანვარს Inouye Solar Telescope-ით გადაღებული ფოტო დეტალურად გვიჩვენებს მზის ზედაპირის მაგნიტურ სტრუქტურას. ეს ინოვაციური ტელესკოპი ამ  ეტაპზე უდიდესია სხვა ტელესკოპებს შორის და ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეკუთვნის (NSF).

M2
M2

შავი ლაქა, რომელსაც ფოტოზე ვხედავთ, საკმარისად დიდია იმისათვის, რომ დედამიწა მასში მოთავსდეს. როგორც მკვლევარები ამბობენ, ეს მზის ყველაზე ცივი ადგილია და ტემპერატურა მხოლოდ 4 100 ცელსიუს გრადუსს აღწევს.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანახმად, მუქი რეგიონიდან გაშლილი ზოლები მიუთითებს ცხელი და მაგარი გაზის ლაქებზე, რომლებიც წარმოიქმნება ინტენსიური მაგნიტური ველისა და ცხელი გაზების შერწყმით.

”ჩვენ ახლა შეგვიძლია მზისკენ მივმართოთ მსოფლიოს მოწინავე ტელესკოპი, რათა გადავიღოთ და გავაზიაროთ წარმოუდგენლად დეტალური სურათები და გავაღრმაოთ ჩვენი მეცნიერული შეხედულებები მზის აქტივობის შესახებ.” – ნათქვამია NSF-ის განცხადებაში.

ტელესკოპის კონსტრუირება 2021 წელს დასრულდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებიც ახალი თვალით დაგვანახებს ჩვენთვის „ნაცნობ“ ვარსკვლავს.

წყარო: Space.com

როგორ გაუმკლავდა „თიბისი ფეის“ გუნდი ახალ გამოწვევებს?

დროა, ამოვისუნთქოთ! – ნორვეგიული კრუიზის რეკლამა