8
Oct
2019

არამატერიალური იარაღი, რომლითაც ნებისმიერ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ

8 Oct 2019

ჯეინ ენდაკოტი, მწერალი და კონტენტ მარკეტერი წერს: ჩემი 17 წლის ძმისშვილმა, სტელა დევისონმა აშშ-ის ძიუდოში ოქრო მოიპოვა. მოკლედ, 5 მოწინააღმდეგეს შორის, საუკეთესო აღმოჩნდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყველა ვთანხმდებით, რომ გამარჯვება იოლი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, ხომ?! იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო შეჯიბრებაში, 20 წამით ადრე, მხარიც დაიზიანა. 

როცა მას ამაზე ვესაუბრე, მითხრა, რომ ერთადერთი რამ, რაც შუა გზაზე გაჩერების ნებას არ აძლევდა, ტკივილის შემთხვევაშიც კი, იყო იმ შრომის ფასი, რომელიც მან ამ მდგომარეობამდე მისასვლელად გაიღო.

დილის 6-ზე ვარჯიში, კვების კონტროლი, ისევ ვარჯიში… ამ ოლიმპიურმა ბიძგმა, საბოლოოდ, მიიყვანა შედეგამდე, რომლისკენაც მთელი არსებით იღწვოდა.

შრომა და თავგანწირვა
სწორედ ეს მიდგომა განასხვავებს სტელას თანატოლებისგან. ის კი არ ოცნებობს, არამედ მიზნებს რეალობად აქცევს. არანაირი მიმზიდველობა, ან ძალიან ცოტა მიმზიდველობაა პროცესში, იმ დიდებული შედეგის უკან, რომელსაც ხანდახან ჯოჯოხეთიც კი შეგვიძლია, ვუწოდოთ.

როცა ჩემი ბოლო წიგნის, „Underground Book 1“ მონახაზი დავასრულე, ვისწავლე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ შენი საქმის შესრულება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩემს ოცნებას მივაღწიე, ყოველდღიურად, სამუშაო მაგიდაზე 4-5 საათის მუშაობით, რამდენიმე თვის განმავლობაში.

შევძელი, გადავწყვიტე და რაც მთავარია განვახორციელე – ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩემი დრო წერისთვის დამეთმო.

სამუშაო გცდის. რამხელა მსხვერპლის გაღებაზე ხარ თანახმა?! და შედეგიც ზუსტად მისი პირდაპირპროპორციულიია ხოლმე.

რა თქმა უნდა, სტელასთვის საშინელი დისკომფორტი იყო დილის 6-ზე ადგომა და სარბენ ბილიკზე კარდიო ვარჯიშის კეთება. არც ჩემთვის იყო მარტივი ადრე ადგომა და ცარიელ ფურცელთან პირისპირ, მარტო დარჩენა.

შრომა და თავგანწირვა.
შენ რაღაცას ქმნი სრულიად არაფრისგან. სულაც არაა ეს მარტივი. წარმოიდგინე, რაღაც არ არსებობს და შენ მას ხელშესახებად აქცევ.

და თუ ეს პროცესი არაკომფორტულია, ესე იგი, სწორი გზით მიდიხარ. თუმცა, დანიშნულების ადგილს რომ მიაღწევ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე.

მაგალითად, ჯოან როულინგს წიგნების წერა მას შემდეგაც არ შეუწყვეტია, რაც ჰარი პოტერის სერიები დაასრულა. თუმცა, მის კარიერაში ახალი ფაზა დაიწყო. სულ ახლახან კი, ელიზაბეთ გილბერტის – ავტორი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ – მეშვიდე წიგნი გამოიცა.

მხოლოდ შრომა და თავგანწირვა.
შრომა ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია. ერთადერთია, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო.

როცა რაღაც იდეა მაქვს, მოუსვენრად ვარ… ეს ენერგია ჩემშია… თუმცა კი, ყურადღებას თუ არ მივაქცევ, ის კვდება.

და თუ მას ნებას მისცემ, რომ თანდათან გაუჩინარდეს, ვერასდროს გაიგებ, იყო, თუ არა ის შენი ნამდვილი პოტენციალი.

ამიტომ, ვცადოთ, ვიშრომოთ თავდადებულად და ვიქცეთ იმად, ვინც გვინდა, ვიყოთ.

წყარო: Medium



განხილვა