in

სიმღერა არაფრით ცნობილი პატარა ქალაქის პოპულარიზაციისთვის [ვიდეო]

როგორ შეიძლება მიიქციოს ყურადღება პატარა დასახლებამ, რომელიც საერთოდ არაფრითაა ცნობილი? მაუნთ-პერლი (Mount-Pearl) კანადის ერთი პატარა ქალაქია, 25,000-იანი პოპულაციით. დასახლებამ, ქალაქისა და სხვადასხვა პროდუქციის პოპულარიზაცია რეპ-სიმღერით გადაწყვიტა. სიმღერა, სახელწოდებით Welcome to Mount Pearl, სახალისოდ აჩვენებს ადგილობრივ ბარებს, პარკებს, სალაშქრო ადგილებს და სასაცილო პონისაც კი. რეკლამაში ქალაქის მაცხოვრებლები და მისი ამჟამინდელი მერიც კი მონაწილეობს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი ტელეწამყვანი ჯეისონ პირსია. კამპანიაზე სააგენტომ Target Marketing იმუშავა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს Saatchi & Saatchi-სთან, TBWA-სთან და სხვა გლობალურ სააგენტოებთან. ამასთან, თავად სააგენტოსაც აქვს მოგებული კანის ლომი, კამპანიისთვის Cruisin To Win 3.

Nike-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კოლექცია გააკრიტიკეს – ბრენდმა გაყიდვები შეაჩერა

Facebook-ზე, WhatsApp-სა და Messenger-ში შეფერხებები სწორდება