არასამთავრობო ორგანიაზაცია MSF-მა (Medecins Sans Frontieres – ექიმები საზღვრებს გარეშე) ვიდეორგოლში #TheNakedTruth ყველაზე მწვავე კითხვები დასვა. მართლაც, იცით, რა ღირს თქვენი წამლები რეალურად?!
ფარმაცევტული კომპანიის დირექტორი ბობი პოკერის მაგიდასთან ხსნის კარტებს და გვაჩვენებს რეალურ ფაქტებს. ფსონი საკმაოდ დიდია. ყოველ ჯერზე, მწარე სიმართლე და სტატისტიკის ნაწილი აშკარავდება. ბობი დანარჩენის გახმაურებას არ აპირებს და მაგიდასთან მდგომარეობა იძაბება…
ტრილიონი დოლარიდან, რომელსაც ყოველწლიურად ფარმაცევტული კომპანიები გამოიმუშავებენ მხოლოდ 8% იხარჯება ახალი მედიკამენტების შექმნაზე. მაშ, რეალურ ფასებს ვიხდით მედიკამენტებში, თუ უბრალოდ მწარმოებლებს ვამდიდრებთ?
ვიდეორგოლზე სააგენტო Bare Films-მა იმუშავა.