წარმოიდგინეთ, სანაპიროზე მიდიხართ, მტკვარში ლატარიის დიდი ბურთები ყრია და თქვენს წინ ჯეკპოტი მოცურავს…
ზუსტად ასეთი სახით ლონდონიში The National Lottery-მ ახალი ჯეკპოტის და ახალი ბილეთების გამოსვლა დააანონსა. The National Lottery ერთადერთი ლატარიის კომპანიაა, რომლის მოგება არ იბეგრება და მისი გატანა მომენტალურად ხდება.
ტემზაზე რვა მეტრიანი ბურთების გაშვების იდეა სააგენტო Three Pipe და The Ministry of Fun-ს ეკუთვნის.
Three Pipe და The National Lottery-ს პირველი თანამშრომლობაც ლატარიის ბურთების უჩვეულო გამოჩენაზე იყო აგებული. მათ ბურთები მანქანებზე დაყარეს, შენობებზე და ამ სახით მომხმარებელს ლატარიის სიახლეების შესახებ შეატყობინეს.