Creative Cloud-მა ერთი მილიონი მომხმარებლის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით თავის მომხმარებელს საჩუქარი გაუკეთა და სპეციალურად მათთვის შექმნილი სარეკლამო რგოლი გადაიღო..
Adobe-ს და სარეკლამო სააგენტო Goodby, Silverstein & Partners-ის ნამუშევარი კრეატიულ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებიც Creative Cloud-ს იყენებენ და თავის ნამუშევარს მათი დახმარებით ქმნიან.
“ადამიანებს, რომლებიც ჩვენი პროგრამებით სარგებლობენ ცოტ-ცოტა ყველაფერი ეხერხებათ. ისინი ილუსტრატორები, დიზაინერები, მხატვრები, მუსიკოსები და რეჟისორები არიან. ჩვენი პროგრამების საშუალებით ისინი ერთ დიდ გაერთიანებას ქმნიან, რომელსაც Adobe და Creative Cloud-ის მომხმარებელი ჰქვია“ – უილ ელიოტი, Adobe-ს კრეატიული დირექტორი.
http://youtu.be/uQDmtCq4WRQ