13
Jan
2020

როგორი იქნება ფეისბუკი ახალი დიზაინით – ტესტირება დაიწყო

13 Jan 2020

Alta
Alta


მარტივი და სწრაფი ინტერფეისი, რომლის შექმნასაც Desktop ვერსიისთვის ფეისბუკი ჯერ კიდევ გასულ წელს შეგვპირდა, უკვე ტესტირების ეტაპს გადის. Cnet-ის ცნობით, სოციალური ქსელის ახალი ინტერფეისის გამოცდის საშუალება, ჯერჯერობით, მხოლოდ მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობას აქვს. „იღბლიანი მომხმარებლები“ შეთავაზებას ფესბუკზე შესვლისას, pop-up შეკითხვის სახით მიიღებენ. პროცესს, რომლის ფარგლებშიც ტესტირება მიმდინარეობს, ფეისბუკში რედიზაინს უწოდებენ.

ახალი ინტერფეისი მოიცავს ერთგვაროვან ფონსა და მინიმალისტურ დიზაინს. მალე, შესაძლებელია, მასში ღამის რეჟიმის ფუნქციასაც შევხვდეთ. აღსანიშნავია, რომ დიდი როლი დაეკისრა ფეისბუკის ჯგუფებისა და „სთორების“ ფუნქციას… ფეისბუკის ამ განახლებას The New Facebook-ს უწოდებენ.

სოციალური ქსელის დესკტოპ ვერსია მობილური აპლიკაციის წყობას იმეორებს. მაგალითად, აქ ვხედავთ, რომ მომხმარებლის პროფილი, მარცხენა კუთხის ნაცვლად, შუაშია გადმოსული. ძებნის ფუნქციას კი მთავარი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში ვხვდებით.

რაც შეეხება რედიზაინის ჩაშვებას, გლობალურად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ეს განახლება 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.

განხილვა