31
May
2019

როგორ მოვახვედროთ რეკლამა Google-ის პირველ გვერდზე, უფასოდ? – The North Face-ის კამპანია

31 May 2019



სანამ ბიზნესები “ვიკიპედიას” რესურსების გამოყენებას ე.წ. ტრადიციული გზებით ცდილობენ, The North Face-მა ონლაინ პლატფორმა სარეკლამო მანიპულაციისთვის გამოიყენა. ბრენდმა, სააგენტო Leo Burnett Brazil-თან ერთად, შექმნა კამპანია, “Top of Images”, რომელიც მიზნად ისახავდა ბრენდის ფოტოები “გუგლის” საძიებო სისტემაში ტოპ პოზიციებზე მოეხვედრებინა. ქეის სთადის აღწერაში მითითებული იყო, რომ კამპანია “ვიკიპედიასთან” კოლაბორაციით კეთდებოდა. თუმცა, ეს განცხადება, მოგვიანებით, სიცრუე აღმოჩნდა. The North Face-მა გამორჩეულ ადგილებში სამოგზაუროდ გაგზავნა მოლაშქრეები, საკუთარი ბრენდირებული სამოსითა და აქსესუარებით. შემდეგ კი ამ მოგზაურობებისას გადაღებული ფოტოებით ჩაანაცვლა “ვიკიპედიაში” ატვირთული ვიზუალები. უჩვეულო თითქოს არაფერია, იმის გარდა, რომ ამ ფოტოებში ბრენდის ლოგო მკაფიოდ ჩანდა. რეკლამა კი, “ვიკიპედიას” პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ მანიპულაციის გამო, The North Face-მა “ვიკიპედიას” მოუბოდიშა.

განხილვა