ექსტრემალური პირობებისთვის 1973 წელს გამოშვებული სამოსი ზამთრის კლასიკურ ტანსაცმლად იქცა… The North Face-ის ქურთუკები კი ახლა 50 წელს აღნიშნავს. საიუბილეო კამპანიისთვის Collected Works-მა ბრენდის მემკვიდრეობას გადაავლო თვალი, ხოლო ინსპირაციად ვინტაჟური The North Face-ის კატალოგი და პუბლიკაცია აიღო. კამპანიის მიზანი ქურთუკების წარმოჩენა იყო, როგორც „კულტურული სიმბოლო, რომელსაც მასებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა“.
ეს მოიცავს ინტერვიუებს ბრენდის კონკრეტულ მომხმარებლებთან, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ ავლებს ზღვარს The North Face გარეთ ჩასაცმელ სამოსსა და მოდას შორის…
„კონრად ანკერი და ჯიმი ჩინი მთასვლელების ეპიკურ ისტორიებს იხსენებენ, ქუანა ჩეისინჰორსი გვიზიარებს, თუ რას ნიშნავდა მისი მდგრადი სამუშაოებისთვის ეს ბრენდი, ხოლო დენი სიერა ურბანულ კულტურაში ქურთუკის რეზონანსზე საუბრობს. ჩვენ დიდი სიამოვნება მივიღეთ მათი სიტყვების მშვენიერ ფოტოებთან შერწყმით კლდლოვანი მთების სიმაღლეებიდან ნიუ-იორკის ქუჩებამდე“, — აცხადებენ Collected Works-ში.
მართალია, The North Face-მა ბოლო წლებში ყურადღება უფრო მეტად ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით მიიპყრო, როგორებიც Gucci და Maison Margiela-ა, მაგრამ საიუბილეო კამპანიაში უფრო მეტად ბრენდის ფესვებზე აკეთებენ აქცენტს, იმ ნამუშევრებზე, რომლებიც მემკვიდრეობის სტატუსზეა ფოკუსირებული. ბრენდის სააგენტოს ერთ-ერთმა პარტნიორმა, B-Reel-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა აფშინ მოეინმა ბრენდის საჭიროებაზეც ისაუბრა, რაც, არსებული აუდიტორიის შენარჩუნებასთან ერთად, ახალ ბაზრებზე გასვლას გულისხმობს.
„ავთენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები ჭკვიანები არიან და შეუძლიათ, დაინახონ, როცა ბრენდი ცდილობს რაღაცის გაკეთებას X აუდიტორიის მოსახიბლად. ეს ის არის, რაც The North Face-მა შესანიშნავად გააკეთა“, — ამბობს მოეინი.