ტრადიციული სპორტული ტანსაცმლის ბრენდებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძირითადად სტადიონებზე ვხედავთ, The North Face-ს მკაფიო პოზიციონირება აქვს არჩეული — ბრენდია, რომელსაც ღია სივრცეში გარე აქტივობების დროს იცვამენ. ახლა კი სწორედ ამ საკითხზე გადაწყვიტეს ყურადღების გამახვილება და კამპანია We Play Different შემოგვთავაზეს.
30-წამიანი სიუჟეტი კია, თუმცა ასეთ მცირე დროშიც მოასწრეს იმ ექსტრემალური სპორტის სახეობების ჩვენება, რომელსაც The North Face ემსახურება, იქნება ეს კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა, თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი თუ სხვა. აქვე ნახავთ მრავალ ცნობილ სპორტსმენს, რომელთა შორის მთამსვლელ ალექს ჰონოლდსაც შეხვდებით.
„თქვენ ვერ დაინახავთ უახლეს სტადიონებს, მხოლოდ კანიონებსა და მთებს, ვერც საწყის სტვენას გაიგებთ და ვერც 80 000 გულშემატკივრის, რომლებიც ბოლო ხმაზე ყვირიან. ვერც ბრენდის თილისმებს იხილავთ კოსტიუმებზე, მაგრამ, შესაძლოა, დათვები, მგლები ან არწივები ნახოთ“, — აცხადებენ The North Face-ში.
იმედოვნებენ, რომ კომუნიკაციისას We Play Different-ის ხაზი ღირსეულად გააგრძელებს Never Stop Exploring-ის გზას…