in

ბარაკ ობამა Spotify-ისთვის პოდკასტებს ჩაწერს

ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა Spotify-ისთვის პოდკასტებს ჩაწერს. შეთანხმება მისი ოჯახის  საპროდიუსერო კომპანია Higher Ground-ისა და აუდიო პლატფორმის წარმომადგენლებს შორის უკვე მიღწეულია.

BBC-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამა, პოდკასტების სერიას, მეუღლესთან ერთად ჩაწერს. მიშელ ობამა ამბობს ამბობს, რომ ასე „გააძლიერებენ ხმას, რომელსაც ხშირად აიგნორებენ ან გაჩუმებას აიძულებენ“.

ობამების პოდკასტები შემეცნებითი და საგანმანათლებლო ფორმატის იქნება. როგორც Spotify-ის წარმომადგენლებმა, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, მსოფლიოს ძალიან გავლენიან ხმებთან მუშაობა, მათთვის, პრივილეგიაა.

როდის დაიდება პირველი ჩანაწერი და რა თემაზე ისაუბრებენ ბარაკ და მიშელ ობამები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ბათუმმა მსოფლიო ტურისტული ჯილდო მოიპოვა

დეპრესიისგან ძაღლი გადაგარჩენთ – “პედიგრის” ანიმაცია