in

მეთიუ მაკკონაჰი VS სკოლის საზაფხულო არდადეგები

სკოლის საზაფხულო არდადეგები ბავშვებს ძალიან კი უხარიათ, მაგრამ მშობლებისთვის არც ისე მარტივ პერიოდს წარმოადგენს. სრულად იცვლება მათი დღის რეჟიმი და ახლა უფრო მეტი დროის გამოყოფა უწევთ ისეთი რაღაცებისთვის, რაც ადრე გრაფიკში არ იყო…. სააგენტო Maximum Effort-ის მიერ შექმნილი მოკლე და მარტივი რეკლამაც ამ თემას ეხება — ახალი დღის რეჟიმით გამოწვეული შფოთვის შემდეგ, წყვილს განსატვირთად ტეკილა სჭირდება…

BOG

მეთიუ მაკკონაჰისა და მისი მეუღლის, კამილა ალვეშის, მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლი ბევრი მშობლის რეალობას შეესაბამება. მშობლების, რომლებიც ნერვიულობენ, როგორ შეძლონ შვილებისთვის დროის სრულყოფილად გამოყოფა და მათ რეჟიმზე მორგება. მთლიანობაში, რეკლამა ასახავს მღელვარებისა და შფოთვის ნაზავს — ერთ მხარეს დგას ზრუნვა, მეორე მხარეს კი — დასვენებისა და განტვირთვის აუცილებლობა.

Adidas-ის ათლეტი #321! – როგორ შეიქმნა Cannes Lions-ის გრან პრის მფლობელი კამპანია

საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში