იმის უკან, რასაც სურათზე ხედავთ, ბრიფი იყო, შემდგომი მოთხოვნით — შეექმნათ შეფუთვის დიზაინი, რომელიც სასმელებს შორის დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონკურენტულ უპირატესობას შეიძენდა ვისკი, რომელიც Scotch Malt Whisky Society-ის სახელით ჩნდება ბაზარზე.
The Only Drop ქაღალდის ქანდაკების მსგავსია, რომელიც სითხესა და კასრს შორის არსებულ ურთიერთობას აღნიშნავს. ჩათვალეთ, რომ ვიზუალური ნარატივია 33-წლიანი პარტნიორობის, რომელიც ამ უნიკალური ვისკის შექმნას დაედო საფუძვლად. ხოლო არომატში დიდი წვლილი რომ კასრებს შეაქვს, ამაზე ქაღალდის ქანდაკებაში გამოყენებული კასრის ნატეხებით მიგვანიშნეს…
ვისკის საოცარ არომატზე მისი ფერიც მოწმობს, ამიტომ, ეცადნენ ტრადიციული ქაღალდის ეტიკეტის უკან არ დაეფარათ და პრინტის უმეტესი ნაწილიც პირდაპირ შუშაზე გადმოეტანათ. ზუსტად ამ მიზნითაა, წვეთიც აღნიშნულ ქანდაკებაზე ამოჭრილი და ასე აპირებს ბრენდიც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას.
Scotch Malt Whisky Society-ისთვის The Only Drop-ზე მუშაობის პროცესი ცალკე აღნიშვნას იმსახურებდა, ამიტომ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ და პირდაპირ მათ მიერ შექმნილ პატარა ფილმს გაჩვენებთ:




