31
May
2019

ჯოჯოხეთი გზებზე! – Volkswagen-ის კამპანია

31 May 2019



Volkswagen-ის ფრანგულმა განყოფილებამ გამოუშვა რეკლამა, საავტომობილო მართვის სისტემა IQ.DRIVE-ის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. სიუჟეტს ფონად ჟან-პოლ სარტრის ციტატა გასდევს: “ჯოჯოხები – ეს სხვები არიან”. და ეს “სხვები” ყოველთვის გიშლიან ხელს, განსაკუთრებით, საჭესთან. ავტომობილი თქვენ წინ ძალიან ნელა მიდის, თქვენ უკან კი – ზედმეტად სწრაფად. ქვეითები, რომლებიც არასწორ ადგილას კვეთენ ქუჩას, ავტომობილები, რომლებიც ცუდად პარკინგდებიან, კუთხიდან გამოვარდნილი მოტოციკლისტები და ველოსიპედისტები – ყოველივე ეს ქმნის ჯოჯოხეთს გზებზე. სწორედ ამიტომ, გჭირდებათ მართვის ჭკვიანი სისტემა IQ.DRIVE. რეკლამა სააგენტომ DDB France შექმნა.

 

განხილვა